loader

გადაწყვეტილება, რომელიც მაისიდან ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაწყვეტილება, რომელიც მაისიდან ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 27 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება, მაისის დასაწყისში კი დაიწყება ვაქცინის ადმინისტრირება შერჩეულ დაწესებულებებში.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვის ბოლომდე განიხილავს "სინოფარმის" ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს.

"ეს მიმდინარე პროცესია და კარგია, თუ ეს ავტორიზაცია დროულად დასრულდება. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, "სინოფარმის" ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და 200 მლნ დოზაა გაცემული. „სინოფარმით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტიანად, მინიმალური გვერდითი მოვლენებით", - განაცხადა გაბუნიამ.