loader

დონბასში სეპარატისტებმა კერძო სახლებს ნაღმმტყორცნებით ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონბასში სეპარატისტებმა კერძო სახლებს ნაღმმტყორცნებით ესროლეს

17 აპრილს, საღამოს, სეპარატისტებმა 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნით ზაიცევოს დასახლების სახლებს ესროლეს. ინფორმაციას მე-10 სამთო-მოიერიშე ბრიგადა ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ამ იარაღის გამოყენება, მინსკის ხელშეკრულების მიხედვით, აკრძალულია. ცეცხლი სავარაუდოდ 19:00-ზე გაიხსნა.

საცხოვრებელ სახლებში, რომლის ტერიტორიაზე ნაღმები ჩამოვარდა, არც სამხედროები იმყოფებოდნენ და არც საბრძოლო იარაღი ინახებოდა.

საბედნიეროდ, იერიში მსხვერპლისა და დანაკარგების გარეშე დასრულდა.