loader

ბათუმში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

“სოლიდარობა რიონის ხეობის მცველებს", "ბულვარი ბათუმის ნამახვანია",- ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

ამასთან, როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ბათუმის ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ბათუმის ბულვარში ე.წ. ამბასადორის მშენებლობა შეწყვიტოს, ამასთან რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენები არ აშენდეს.

"ყოველდღიურად სართულები ემატება, ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ზონა ქრება. არ იქნება სასეირნო ადგილები, არ ექნება მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება. ამ დროს მილიონებს შოულობენ და ქალაქს იერსახეს უმახინჯებენ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე