loader

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციელი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცველს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სავარაუდო, ოჯახური კონფლიქტის დროს პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცის შეჩერება სცადა, რა დროსაც მან პოლიციელს ბასრი საგნით მხრის და ხელის არეში ჭრილობა მიაყენა.

ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.