loader

"გირჩის" წევრები დღეს პარლამენტში მისვლას და "ადამიანების გაცნობას" გეგმავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გირჩის" წევრები დღეს პარლამენტში მისვლას და "ადამიანების გაცნობას" გეგმავენ

პარტია „გირჩის“ წევრები დღეს პარლამენტში მივლენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით 13:00 საათისთვის გეგმავენ მისვლას.

ამასთან, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში უბრალოდ მისვლას და ადამიანების გაცნობას აპირებენ.

ცნობისთვის, „გირჩი“ პარლამენტში გარკვეული მოთხოვნების სანაცვლოდ შესვლას აპირებს. ამასთან, პარტიის განმარტებით, არ აიღებენ არც ხელფასებს და არც პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო სესიებში, კომისიებში ან საკომიტეტო სხდომებში, არ მიიღებენ მონაწილეობას არცერთ მივლინებაში, არცერთ საერთაშორისო ვიზიტში და არ განახორციელებენ არცერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.