loader

"დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები" - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები" - მამუკა ხაზარაძე

„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტი კომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის, ნიკა მელიას თემა.

როგორც ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.

„დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და აქ გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა.

დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. შესაბამისად, კიდევ ვეცდებით გავაძლიეროთ ნდობა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს.