loader

"გირჩის" სამეფო იქნება პარლამენტი" - ვახო მეგრელიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გირჩის" სამეფო იქნება პარლამენტი" - ვახო მეგრელიშვილი

„გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი „გირჩის“ სამეფო იქნება.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო ოფისს ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც პლაცდარმს, გამოიყენებენ.

„ფაქტობრივად, ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ფორმა. ორი ოფისი გვაქვს - ერთი აქ, მეორე ასეულ მეტრში. ოპოზიცია მიდის რეგიონში. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, არც სურვილი რეგიონებში სიარულის. ჩვენ ამ საპარლამენტო ოფისს გამოვიყენებთ მომავალში. ეს იქნება ადგილობრივი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩვენი პლაცდარმი. სამეფო იქნება აქ, „გირჩის“ სამეფო“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.