loader

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა" ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა! უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის. რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას. ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად", - წერს ღარიბაშვილი.