loader

რუსეთის ფედერაცია აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ფედერაცია აშშ-ს საპასუხო სანქციებს დაუწესებს

კრემლის ინფორმაციით, პუტინი ვაშინგტონის წინააღმდეგ კონტრსანქციების დაწესებას აპირებს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს, თუ რა სანქციებს დააკისრებს ვაშინგტონს მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვს სადამსჯელო ზომები დაუწესა. თუმცა, როდის დააწესებს მოსკოვი საპასუხო სანქციებს, კრემლს არ მიუთითებია.

აშშ-ის მთავრობამ რუსული კომპანიები შავ სიაში შეიყვანა, ქვეყნიდან გააძევა რუსი დიპლომატები და აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსეთის ცენტრალური ბანკიდან, ეროვნული სიმდიდრის ფონდიდან და ფინანსთა სამინისტროდან ობლიგაციების ყიდვა აუკრძალა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო მოქმედებაზე ფიქრობს.
”ასეთ საკითხებზე ორმხრივობის პრინციპი არ გაუქმებულა, მაგრამ ყველაფერი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული”.
პესკოვს არ უთქვამს, როდის მიიღებს პუტინი კონტრსანქციებზე გადაწყვეტილებას, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მალე მოხდება.

პესკოვმა დასძინა, რომ კრემლს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია პუტინის შესაძლო მონაწილეობის შესახებ კლიმატის სამიტში, რომელსაც აშშ გაუძღვება.
”მათი მოსაზრებები კატეგორიულად არ ემთხვევა, როდესაც საქმე ეხება ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების შექმნასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას”, - თქვა პესკოვმა პუტინსა და ბაიდენზე.
პესკოვის თქმით, რუსეთის ლიდერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, შეერთებულ შტატებთან ისევე ითანამშრომლოს, როგორც ვაშინგტონს სურს მოსკოვთან თანამშრომლობა.

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პასუხი იყო აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებისთვის, მათ შორის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის.

აშშ-ის სანქციები პასუხი იყო მოსკოვის აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისთვის, კიბერშეტევებისთვის, უკრაინის ჩაგვრისთვის და სხვა ქმედებებისთვის. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.
შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი გასულ თვეში ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოსკოვში გაიწვიეს.

ავტორი: ეკა აბაშიძე