loader

კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს მეგობრების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, პოლიტიკური კრიზისის ეტაპი დასრულდა - ამ ხელმოწერით პროცესი დაიძრა", - აღნიშნული განცხადებით პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება.

კალაძე იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული პოლიტიკოსი, ამჯერად მაინც, სწორად დაალაგებს თავის პრიორიტეტებს ქვეყნის, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

"ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ ჰაერში გამოკიდებული პოლიტიკური ცხოვრება სწორ კალაპოტში მოქცეულიყო. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სწორად წარმართვა ახლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრების წინაშე. ვისურვებდი, დღევანდელი დღე მართლაც იქცეს "საქართველოს წინსვლის გზად" და ამისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, მის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ყველას, ვინც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში", - წერს კალაძე "ფეისბუქის" გვერდზე.