loader

ახალი დეტალები თბილისის ცენტრში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები თბილისის ცენტრში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე

სროლა თბილისის ცენტრში - ნაკაშიძის ქუჩაზე ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდამსხმელი "გლოვოს" მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაჭრილიც და მსროლელიც კლინიკაში არიან გადაყვანილები. ბრალდებული დაკავებულია.

ადგილობრივები მომხდარს წარსულ დაპირისპირებას და შურისძიებას უკავშირებენ.