loader

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც მეტროთი სარგებლობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც მეტროთი სარგებლობს

მეტროსადგური "გოცირიძე" დაანონსებულ ვადაში ვერ გაიხსნება. "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, "გოცირიძის" რეაბილიტაციის ვადა დამატებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროებიდან გამომდინარე გახანგრძლივდა.

"მეტროსადგურის გახსნა შესაძლოა გადაიდოს, რადგან მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში გაირკვა, რომ გარკვეული დამატებითი მოცულობითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. ამ სამუშაოებს ვერ შეასრულებს ის კომპანია, რომელიც არის კონტრაქტორი. შესაბამისად, დამატებით გახდა სხვა კომპანიისთვის ტენდერის გამოცხადება საჭირო. „სატრანსპორტო კომპანია“ ემზადება ტენდერის გამოსაცხადებლად. როცა შეირჩევა კომპანია და დაიდება ხელშეკრულება, მისი გაფორმების შემდეგ განისაზღვრება სამუშაოების განხორციელების ვადებიც. როდის გამოცხადდება ტენდერი, ჯერჯერობით არა დაზუსტებული. რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, ტექნიკური სამუშაოებია შესასრულებელი, მოცულობითი სამუშაოები. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სხვა კომპანიის შერჩევა და შესაბამისად, დამატებითი თანხის გამოყოფაც. ახლა მიმდინარეობს იმ სამუშაოების ჩატარება, რაც შესაძლებელია რომ ჩატარდეს", - განაცხადეს "სატრანსპორტო კომპანიაში".

მათივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მეტროსადგურის გახსნა კიდევ რამდენ ხანს გადაიწევს.