loader

რუსეთში მოშიმშილე ნავალნის გამო 1700-ზე მეტი მომიტინგე პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში მოშიმშილე ნავალნის გამო 1700-ზე მეტი მომიტინგე პირი დააკავეს

რუსეთის მოქალაქეებმა ციხეში მყოფი კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საპროტესტო აქციები ათობით ქალაქში გამართეს, სადაც პოლიციამ 1700-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.
დააპატიმრეს ნავალნის სპიკერი 10 დღით და მისი კიდევ ერთი ახლო მოკავშირე. განვითარებული მოვლენები იმ დღეს დაემთხვა, როდესაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყნის წინაშე სიტყვით წარდგა და დასავლეთი გააფრთხილა, რომ არ გადალახონ რუსეთის "წითელი ხაზები". პუტინს უშუალოდ ნავალნი არ უხსენებია.

ავტორი: ეკა აბაშიძე