X
"ცემით აიძულეს, საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა" - წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
17:10 / 22-04-2021
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, კ.პ.-მ და ი.გ.-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, იმ მოტივით, რომ კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან თანხის ქურდობის ფაქტი მ.მ-ს ეღიარებინა, უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ცემით აიძულეს, საკუთარი თავის დამარხვის მიზნით მიწა ამოეთხარა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა კ.პ და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2020 წლის 25 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

უწყების ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ კ.პ და ი.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ლელა წურწუმია პირდაპირ ეთერში ატირდა - აჩიკო მეფარიძის უმძიმესი ისტორია, რომელიც არავინ იცოდა
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
ნინო ჩხეიძისა და ირაკლი კაკაბაძის ახალმა დუეტმა ინტერნეტი ააფეთქა - რა მოხდა გადაცემის მსვლელობისას?
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა, ახლა უკვე ორივე... ძლივს მოვიდა სახლამდე“ - რა მოხდა დიდ დიღომში?
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო