loader

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, კუჭავას კანდიდატურას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი ექვსმა პარლამენტარმა მისცა ხმა, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრამდე კუჭავამ პარლამენტს სიტყვით მიმართა. შეკითხვა კი პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხოლოდ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ დაუსვა. არ გამართულა კამათი, რა პროცედურასაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს რეგლამენტი ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე შეფასებები დეპუტატებმა ლევან იოსელიანმა და დავით ზილფიმიანმა გააკეთეს. როგორც მათ საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით განაცხადეს, კახა კუჭავას ამ თანამდებობაზე მხარს უჭერენ.

24 აპრილს არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განაცხადა. თალაკვაძეს ვიცე-სპიკერად აირჩევენ, რა თანამდებობაც მეათე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავას ეკავა.