loader

უმძიმესი ტრაგედია რიგაში, სადაც სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა და 8 ადამიანი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ტრაგედია რიგაში, სადაც სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა და 8 ადამიანი დაიწვა

დღეს, 28 აპრილს, რიგის ცენტრში სასტუმროს ხანძარი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია დილის 5 საათზე მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ იწვოდა შემოსასვლელი და საცხოვრებელი ოთახები, ასევე - შენობის სახურავი. ხანძრის საერთო ფართობი 140 კვადრატულ მეტრს შეადგენდა.

ადგილზე 50-მდე მაშველია მობილიზებული. შენობას ეყენა მეტალის კოდური ჩამკეტის კარი, რამაც მეხანძრეების დავალება გაართულა.