loader

"თქვე მონებო" - ხმაური და დაპირისპირება მარნეულის საკრებულოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვე მონებო" - ხმაური და დაპირისპირება მარნეულის საკრებულოსთან

მარნეულში, საკრებულოს შენობასთან, სადაც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ, ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი მუმლაძე და რამდენიმე აქტივისტი.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება მისი ძმის, გიორგი მუმლაძის სამოქალაქო აქტივობას უკავშირდება.

სამოქალაქო აქტივისტები საკრებულოს შენობაში შესვლას და განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ მოხდა აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის სამსახურიდან გათავისუფლება.