loader

"დაჭრილები არიან ჯარისკაცები, მობილიზებულია ტანკები" - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის კონფლიქტი მწიფდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჭრილები არიან ჯარისკაცები, მობილიზებულია ტანკები" - ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის კონფლიქტი მწიფდება

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა. ამ ინფორმაციას ყირგიზული მედია ავრცელებს. 

"მთლიანობაში დაშავდა 4 ადამიანი. აქედან ერთს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ორი ადამიანი გადაყვანილია სამარყანდეკის საავადმყოფოში." - ნათქვამია განცხადებაში.

კონფლიქტი 28 აპრილს დაიწყო, როცა ტაჯიკმა სამხედროებმა საზღვარზე, წყალგამყოფ პუნქტთან კამერები დააყენეს. 

ადგილობრივებმა კამერის დემონტაჟი მოითხოვეს, მიიღეს უარი და შემდეგ სამხედროებს ქვები ესროლეს. 

ამ წუთებში სიტუაცია მწვავდება და ორივე ქვეყნიდან მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.