loader

ემოციური კადრები - კახი კავსაძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური კადრები - კახი კავსაძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს

მსახიობი კახი კავსაძე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენეს. საზოგადოებამ მსახიობი თეატრიდან ტაშით გააცილა.

მსახიობს ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის ეროვნულ თეატრში 3 დღე მიმდინარეობდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრიემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. რუსთაველის ეროვნულ თეატრში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მსახიობის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წევრები.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.