loader

გარდაიცვალა თუ არა ვაქცინაციიდან 2 დღეში 67 წლის კაცი თბილისში? - ამირან გამყრელიძის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაიცვალა თუ არა ვაქცინაციიდან 2 დღეში 67 წლის კაცი თბილისში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"ამოწმებენ ამ ინფორმაციას ბაზებით. წინასწარი ინფორმაციით, არ შეესაბამება სინამდვილეს" - ამირან გამყრელიძის განმარტება გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც თბილისში ვაქცინაციიდან 2 დღეში 67 წლის კაცი გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.

"ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თბილისში მცხოვრები 67 წლის მიხეილ გელაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. "ტვ პირველთან" გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

იმუნიზაციიდან ორ დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა.

"პირველების" ინფორმაციით, მამაკაცს ასთმა აწუხებდა. გარდაცვლილის ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. გელაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზს კი ექსპერტიზა დაადგენს", - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.