loader

შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მაისს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.

"5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილი იმავე კლინიკაში აცრას 16:00 საათზე გაიკეთებს.