loader

"დაიწყეს ჩხუბი და დარტყმა" - ახალციხეში 89 წლის ქალი ამბობს, რომ მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიწყეს ჩხუბი და დარტყმა" - ახალციხეში 89 წლის ქალი ამბობს, რომ მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს

ახალციხეში 89 წლის ქალი ამბობს, რომ მასზე რძალმა და ორმა შვილიშვილმა იძალადეს. როგორც თავად დაზარალებული ჰყვება, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

ხანდაზმული ქალბატონი დროებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც პირველადი დახმარების შემდეგ გაწერეს. ექიმი ადასტურებს, რომ პაციენტს სახესა და სხეულზე დაზიანებები აქვს.

დაზარალებული დროებით ნათესავმა შეიფარა. ინციდენტის დროს რძალმა პოლიცია გამოიძახა, სამართალდამცველებმა კი დაშავებული ქალის შვილი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

წყარო: "რუსთავი 2"