loader

უმძიმესი ამბავი გურიაში, ერთ თვეში ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა - "ცოლ-შვილის ორმოცისთვის ემზადებოდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი გურიაში, ერთ თვეში ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა - "ცოლ-შვილის ორმოცისთვის ემზადებოდა"

„ლაზო მეუღლესა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა ჭყონია წერს.

guriatoday-ს ინფორმაციით, წლების მანძილზე წარმატებული ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძე რამდენიმე საათის წინ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ტრაგედიებით დამძიმებულმა გულმა ვეღარ გაუძლო.

ერთი თვის წინ ლაზო ორაგველიძემ მეუღლე – ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმი ნანა ცინცაძე და ვაჟიშვილი – თორნიკე ორაგველიძე დაკარგა. რამდენიმე დღეში მათი ორმოცისთვის ემზადებოდა.


წყარო