loader

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 7 მაისიდან გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 7 მაისიდან გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა იგეგმება

სოფელ ნამოხვანში 10 აპრილს გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მდინარე რიონში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ოპერაციის ფარგლებში, 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა. ტერიტორიაზე იმუშავებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.