loader

ახალი დეტალები რიონის ხეობაში დაკარგული ნიკა ანთაძის საქმეში - რა წერია გაუჩინარებამდე დატოვებულ წერილში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები რიონის ხეობაში დაკარგული ნიკა ანთაძის საქმეში - რა წერია გაუჩინარებამდე დატოვებულ წერილში?

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა ანთაძის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ანთაძემ მესიჯი „მესენჯერში“ გაგზავნა, „სადაც მისთვის საჭირო ინფორმაციას იმახსოვრებდა ხოლმე“. ადვოკატის განმარტებით, ნიკა ანთაძემ სწორედ ამ სმს-შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დატოვა მდინარესთან ტელეფონი.

რაც შეეხება მესიჯს, ნიკა ანთაძის მიერ გაგზავნილი ბოლო შეტყობინება ასეთი შინაარსისაა:

"ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არავის ბრალია, ეს უფლის ნებაა. მა, არ ინერვიულო, სიგიჟემდე მიყვარხარ და იქითა ცხოვრებაში გნახავ. მთელ ჩემ სანათესაოს, საახლობლოს, სანაცნობოს ვეფერები დიდი სიყვარულით. ცოტა გავითიშე, მარტო ერთ რაღაცაზე ვფიქრობ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მე ქრისტიანი კაცი ვარ. მთავრობას სირცხვილი. გაყიდეს საქართველო და ამას ვერ დავუშვებ. უფლის წყალობით მოვიგებთ ამ ომს“, - წერს ნიკა ანთაძე.

წყარო: "ფორმულა"