loader

"მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" - ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის და საზოგადოებრივ მოძრაობას - "ერთობა, რაობა, იმედი ("ერი") აფუძნებს.

"მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური,ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" 16 მაისს, 9 აპრილის ბაღში, აქციას გამართავს. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქციის ჩატარებამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის და მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.