loader

"საგანგაშო და საყურადღებოა" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საგანგაშო და საყურადღებოა" - რას ამბობს ეკატერინე ტიკარაძე დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით?

"იმ რიცხვებით, რომელი მაჩვენებელიც დღეს ჩვენ გვაქვს და გათვლებით, მაისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებელია მოსალოდნელი" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო და საზოგადოება ერთიანად იმოქმედებს იმისთვის, რომ მოხდეს ვირუსის შეკავება, "ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი".

"ეს ციფრები, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო და საყურადღებო. ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ისევ და ისევ საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ნიღბის გამოყენება და სოციალური დისტანცირება. აქტიური მოწოდების შედეგად ნიღბის ტარება გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე, 95%-ით მაინც გაიზარდოს ნიღბის აქტიურობა. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს. ჩვენ გარკვეული ხედვები გვაქვს და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, პრევენციას შევუწყოთ ხელი და არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს", - განაცხადა ტიკარაძემ.