loader

"ორჯერ ვესროლე, მეორე გასროლის დროს იატაკზე დავარდა; დავინახე, როგორ ამოისუნთქა საბოლოოდ" - 10 წელი ყველაზე საშიში ტერორისტის განადგურებიდან და საქმის უცნობი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორჯერ ვესროლე, მეორე გასროლის დროს იატაკზე დავარდა; დავინახე, როგორ ამოისუნთქა საბოლოოდ" - 10 წელი ყველაზე საშიში ტერორისტის განადგურებიდან და საქმის უცნობი დეტალები

10 წლის წინ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა "ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი სიცოცხლეს გამოასალმა. იგი 11 სექტემბერს ამერიკაში განხორციელებულ ტერაქტს ედგა სათავეში, რომელმაც 3 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
"ეფ-ბი-აი" "ალ-ქაიდას" ლიდერს 10 წლის განმავლობაში მრავალი მიმართულებით ეძებდა. მისი ადგილმდებარეობის დადგენა კი ბინ ლადენის ერთ-ერთი სანდო კურიერის მეშვეობით მოხერხდა. მეორე ვერსიით კი, პაკისტანის დაზვერვის ოფიცერმა შტატებს მისი ვინაობა 25 მილიონი დოლარისა და ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ აცნობა.

ავტორი: ნინი გოგიშვილი