loader

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. ინციდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი. არც მომხდარის მიზეზი ვიცი", - აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.




ავტორი: მარიკო კეკელიძე