X
"გადაწყვეტილება მივიღეთ" - სიახლე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება
17:14 / 08-05-2021
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოხუცებულთა ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

"მოხუცებისთვის ზოგადად ვაქცინაციის პროცესი დაიწყო 15 მარტს და რა თქმა უნდა, ეს პროცესი მოხუცებულთა თავშესაფრებისთვისაც ასევე 15 მარტიდან იყო გახსნილი. დღესდღეობით ჩვენ პანსიონატებში გვყავს მოხუცები, რომლებიც არიან აცრილები, მაგრამ ამ ყველაფერს არ ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და როდესაც ჩვენ ვნახეთ, რა დინამიკით ხდებოდა მოხუცებულების აცრა და ასევე, რა წარმოადგენდა იმ პრობლემას, რომ მათი აცრა ვერ ხდებოდა მეტი ინტენსივობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამას უფრო მეტად ორგანიზებული სახე მივცეთ და ეს პროცესი განხორციელდეს მათ კონკრეტულ ადგილსამყოფელზე. დღეიდან ჩვენ დავიწყეთ მათი ორგანიზებული აცრა, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. ორშაბათს დაგეგმილია ქუთაისის პანსიონატში მსგავსი აქციის ჩატარება, რათა ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობისთვის, ვისთვისაც კოვიდპანდემია ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს, მაქსიმალურად დროულად შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი და აქედან გამომდინარე, მათ ეძლევათ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა", - განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს რომ აქვს კირჩხიბს, მე ასეთი არ ვიცი რა“ - როგორ ახასიათებს მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს და რა თვისებებს აიღებდა მათგან?
ძალიან სასაცილო ისტორია - რა შეემთხვა გოგონას, რომელიც ნინო ქათამაძეს მიამსგავსეს
როდის მთავრდება გოგონებში ზრდა და რა ფაქტორები მოქმედებს სიმაღლეზე?
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“უჩივლებ მამულიჩ?“ - ლელა წურწუმიამ ქმარს “ორთაბრძოლაში“ მოუგო
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო