loader

"გვეგონა, რუსები დასახმარებლად მოვიდნენ..." - რუსმა ჯარისკაცებმა აფრიკაში მეჩეთში მყოფი ხალხი ჩაცხრილეს, ადგილობრივებზე ძალადობენ და ძარცვავენ - სკანდალური დეტალები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვეგონა, რუსები დასახმარებლად მოვიდნენ..." - რუსმა ჯარისკაცებმა აფრიკაში მეჩეთში მყოფი ხალხი ჩაცხრილეს, ადგილობრივებზე ძალადობენ და ძარცვავენ - სკანდალური დეტალები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი

გაეროს ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებული დასკვნით, რუსეთიდან დაქირავებული ჯარისკაცები ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში განსაკუთრებული სისასტიკითა და სერიოზული დარღვევებით ხასიათდებიან. ადგილობრივების განცხადებით, მათი რაოდენობა 800-2000-მდე მერყეობს, სამთავრობო ძალების მხარეს მოქმედებენ და მოვალეობა ადგილობრივების დაცვაა, თუმცა რეალობა სულ სხვაა.
შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ძალადობით დაღლილი მოსახლეობის ნაწილისთვის რუსები მხსნელად აღიქმებიან, რადგან მათ დიდი როლი შეასრულეს კონტრშეტევაში, რამაც აღადგინა მთავრობის კონტროლი უმეტეს ქალაქზე. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მათ ქმედებებს ეჭვის ქვეშ აყენებენ.

ავტორი: ნინი გოგიშვილი