loader

“აღარაა საჭირო მარტო კლინიკებში მოხდეს აცრები, ეს ვაქცინაციის პროცესს აფერხებს“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი აცრებზე გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“აღარაა საჭირო მარტო კლინიკებში მოხდეს აცრები, ეს ვაქცინაციის პროცესს აფერხებს“ - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი აცრებზე გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს პასუხობს

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში აცრების შესახებ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს ვრცელი პოსტით პასუხობს. 
1."აცრებით ჩვენზე ფულს აკეთებენ".
თუ ვაქცინის მოძრაობის პერიპეტიები იცი, მიხვდები რომ აბსოლუტური სისულელეა! ვაქცინას ქვეყანა მოიპოვებს დიდი ძალისხმევით, რიგის დაცვით, ჯანმოს ჩართულობით, ზოგჯერ სახელმწიფოთა შორისი მოლაპარაკებების საფუძველზე, სტანდარტული ფასით, ან ზოგ შემთხვევაში- ნაჩუქარია. რაც შეეხება მოსახლეობაზე გადანაწილებას- ეს ხდება უფასოდ და ფული საერთოდ არ მონაწილეობს! 

2."ქვეყანაში ანტივაქსერების რიცხვი მეტია, აცრის მსურველებზე"
შედით ამის მთქმელები პორტალზე! სამწუხაროდ ერთი ადგილიც არაა დასაჯავშნი დარჩენილი! იმ კვირიდან, რადგანაც ჩინურ ვაქცინას მისცეს კონფირმაცია, ვფიქრობთ ჩვენი კლინიკაც დაეხმაროს დამატებით და ორი კაბინეტი გავხსნათ. საერთოდ მიმაჩნია, რომ აღარაა საჭირო მარტო კლინიკებში მოხდეს აცრები- ეს იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო დაწესდა და არცერთ ქვეყანაში არაა ეს წესი- დიდი ფუფუნებაა ქვეყნისთვის და თან ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. 

3."აცრის გაკეთების დროს ადამიანი გადამდებია ვირუსის და საშიშია".
ალბათ სპეციალისტების ბრალია, რომ ასეთი სისულელე ფართედ გავრცელდა, არადა სულ მარტივი ასახსნელია სინამდვილე: "ასტრა ზენეკას", "ფაიზერის" ვაქცინა დამზადებული ვირუსის დნმ-ით და ვირუსი საერთოდ არ შეჰყავთ აცრილის ორგანიზმში- ამიტომ ძალიან მარტივად, რანაირად შეიძლება გადადო სხვას ვირუსი, როცა ის შენ ორგანიზმში ვაქცინით არ შეუყვანიათ ??! "სინოფარმის" და სხვა ისეთი ვაქცინების შემთხვევაში, რომლებიც ტრადიციული მეთოდით, მოკვდინებული ვირუსითაა დამზადებული, რანაირად შეიძლება მკვდარი რამე გამრავლდეს და სხვა ორგანიზმში გადავიდეს??! 

4. " აი ჩემი მეზობელი აიცრა, მაგრამ ანტისხეულები არ გამოუმუშავდათ".
აცრა კი არა, იმ ანტისხეულების გამომუშავების გარანტიას რომელსაც ვეძებთ (ჯი და ემ), გადატანილი დაავადება არ იძლევა! მაგალითად, ჩემს შვილებს არ გამოუმუშავდათ. მაგრამ იმუნოლოგია ურთულესი მეცნიერებაა! ჯერ კიდევ 40 წლის წინ როცა ვსწავლობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ადამიანის ორგანიზმი, უჯრედები, ურთულესი კომპიუტერია, თავისი მახსოვრებებით, სისტემური პასუხებით, სისხლით მიწოდებებით საჭირო ადგილზე!! 

შენიშვნა: წარმოდგენილია პოსტის მოკლე ვარიანტი. ვრცლად საახავად გადადით ბმულზე.