loader

დაბადების დღის წვეულებაზე შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა, საზარელი შემთხვევა აშშ-ში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბადების დღის წვეულებაზე შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა, საზარელი შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, შეიარაღებული პირი დაბადების დღის წვეულებაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილებს შორის თავდამსხმელის მეგობარი გოგონაცაა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა წვეულებაზე მოხდა, სადაც მშობლები, ბავშვები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები. თავდამსხმელს ბავშვებისთვის არ უსვრია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია თავად ეჭვმიტანილიც.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.