loader

ინდოელების ნაწილს, რომლებიც კორონავირუსს ძროხის ფეკალიებით მკურნალობდნენ, ექიმებმა დაუმტკიცეს, რომ მათი მეთოდი არაეფექტურია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელების ნაწილს, რომლებიც კორონავირუსს ძროხის ფეკალიებით მკურნალობდნენ, ექიმებმა დაუმტკიცეს, რომ მათი მეთოდი არაეფექტურია

ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენონ ძროხის განავალი კორონავირუსის სამკურნალოდ ან ვირუსის თავიდან არიდების მიზნით, რადგანაც არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება და კვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფეკალიები ვირუსის პრევენციას უწყობს ხელს.

უფრო მეტიც, პირიქით, შესაძლოა, ყოველივემ სხვა დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი“ წერს.

მეცნიერებმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ინდოეთში კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ძროხის ფეკალიების გამოყენება - ისინი განავალს სხეულზე ისვამენ.

ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გავრცელდა დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სადაც ზოგიერთი მორწმუნე დაახლოებით ერთ კვირას ატარებს ძროხების სადგომში. ამ პერიოდში ისინი ძროხის ფეკალიებს სხეულზე ისვამენ. სჯერათ, რომ ყოველივე იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და თუ კორონავირუსით დაინფიცირდებიან, დაავადებას მარტივად დაამარცხებენ.

ცნობისთვის, ინდუიზმი ძროხას წმინდა ცხოველად მიიჩნევს და საუკუნეების განმავლობაში მორწმუნეები ძროხის ფეკალიებს სახლის გასაწმენდად და ლოცვის რიტუალისთვის იყენებდნენ. თვლიდნენ, რომ მას აქვს სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებები.

ინდოეთს კორონავირუსის მეორე ტალღამ უდიდესი ზიანი მიაყენა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მიხედვით, ის მსოფლიოს მეორე ქვეყანაა. საერთო ჯამში, იქ კორონავირუსის 22,9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, გარდაცვლილია 250 000-ზე მეტი პაციენტი.