loader

"მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან" - როგორია ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან" - როგორია ისრაელში დაშავებული საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა და აცხადებს, რომ მისი დაზიანება მსუბუქია.

როგორც ჟვანიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „აქტუალურ თემაში“ განაცხადა, შემთხვევა ქალაქ ხულონში მოხდა.

„მსუბუქად დაშავებული არის ერთი მოქალაქე. მარცხენა ხელში აქვს ჭრილობა შუშის ნამსხვრევებისგან. მას ჩაუტარდა ხელის დამუშავება და საავადმყოფოდან სახლში გუშინვე გაუშვეს. ეს შემთხვევა მოხდა ქალაქ ხულონში. ავტობუსზე მოხდა თავდასხმა და ის იყო შემთხვევის ადგილთან ახლოს. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ზომები გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჟვანიამ.