loader

"ჩვენ ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას..." - კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას 18 მაისიდან ანგარიშს წარუდგენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ვასრულებთ ჩვენს უფლებამოსილებას..." - კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას 18 მაისიდან ანგარიშს წარუდგენს

18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას ანგარიში წარედგინება, სადაც მათ განხორციელებულ პროექტებს გააცნობენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა თითო კვირას თითო პოლიტიკა დაეთმობა.

"18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარედგინება ერთგვარი ანგარიში, 7 მიმართულებით, თუ დედაქალაქში რა გაკეთდა და რა პროექტები განხორციელდა. ჩვენ თითო კვირას დავუთმობთ თითო პოლიტიკას და საზოგადოებას ინფორმაციას წინასწარ მივაწოდებთ, თუ რომელ მიმართულებაზე გვექნება პრეზენტაცია და საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თბილისის მოსახლეობისთვის ეს ერთგვარი ანგარიში იქნება და საზოგადოებასთან ამ დამოკიდებულებას ყოველთვის გავაგრძელებთ", - განაცხადა კალაძემ.