loader

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 343 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 262 317-ს მიაღწია.

ექსპერტების განცხადებით, რეალური რიცხვები უფრო მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, ბევრ რაიონში, ტესტირების ჩატარების მაჩვენებელი დაბალია და შესაბამისად, ბევრი დაინფიცირებულისა და გარდაცვლილის ოფიციალურად აღრიცხვა არ ხდება.