ცნობილია, როდის გამოაცხადებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. როგორ მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება პრაგმატული და რაციონალური იქნება.