loader

ექიმი მიმართვას ავრცელებს - "ჩემი ფეხი არ იქნება მანდ, იქნებ მიაქციოთ ყურადღება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმი მიმართვას ავრცელებს - "ჩემი ფეხი არ იქნება მანდ, იქნებ მიაქციოთ ყურადღება"

ექიმი ანი ქავთარაძე, რომელიც კოვიდპანდემიის დროს საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და მისგან ბევრ საინტერესო რეკომენდაციასა და რჩევას ვისმენთ, წერს იმის შესახებ, რომ ლისის ტბა კოვიდბუდედ არის ქცეული და იქ ყველა რეკომენდაცია დარღვეულია.

„თითქმის ერთი წლის შემდეგ დღეს პირველად ავედით ლისის ტბაზე – მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივი კოვიდბუდეა.

ფაქტობრივად, არავის უკეთია ნიღაბი, გადაადგილდებიან ჯგუფებად და შეუძლებელიცაა, დაჯგუფებები არ იყოს, იმდენი ადამიანი გროვდება გარკვეულ სივრცეებში. ცოტა ხანში (სამუშაო საათების დასრულების შემდგომ) იმდენი ხალხი შემოემატა, ისე ცუდად და უხერხულად ვიგრძენი თავი, ამდენი ადამიანით გარშემორტყმულმა, სასწრაფოდ გამოვიქეცით.

მაინტერესებს, ასეთ ტერიტორიებზე არ ევალება სახელმწიფოს ნიღბის კონტროლი? თუ იქ დატესტილები ხვდებიან მარტო?

მით უმეტეს, რომ კოვიდის ლაბორატორიული დიაგნოზის მქონე ზოგიერთი ადამიანი არ იკავებს თავს და “სუფთა ჰაერზე” სწორედ მანდ სეირნობს, სელფებსაც იღებს და “სთორებშიც” დებს.

პ. ს. ჰო, მართალია, ჩემი მეგობარი ავტობუსებში გკიდიათ ფეხებზე და ლისზე ხომ ზღაპრის სფეროდანაა…

ჩემი ფეხი კი არ იქნება მანდ, პანდემიის დასრულებამდე, მაგრამ National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH), იქნებ, მიაქციოთ ყურადღება ასეთი თავშეყრის ადგილებს?!

უჭირს უკვე ინტენსიურებს ადგილები და რა ვიცი, გაგეთვალისწინებინათ, თქვენივე რეგულაციების აღსრულება“. - წერს ანი ქავთარაძე.