loader

“ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში“ - რა შეზღუდვები შემსუბუქდება ვაქცინირებული პირებისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ყველაფერი ჯერ არის დამუშავების პროცესში“ - რა შეზღუდვები შემსუბუქდება ვაქცინირებული პირებისთვის?


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს „კომენდანტის საათის" გადაწევასთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქება არ იგეგმება.

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა.“