loader

"დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ქვია გამიგლიჯა" - ლევან რატიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ის დილაა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ქვია გამიგლიჯა" - ლევან რატიანი

კორონავირუსმა ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის თანამშრომლის, 45 წლის რუსუდან ზუკაკიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

„მიდი მოდია ცხოვრება, მიდიან გვტოვებენ და ჩვენც წავალთ, ამ შეგრძნებით და იმედით ვცხოვრობთ, რა არ ხდება, რას არ გაიგებ, ისეთ გაიგებ, ისეთ მოისმენ, ისეთს დაინახავ, რისი შეგრძნება არ გინდა, არ გინდა იყო მომსწრე ამ ამბის მაგრამ სამწუხაროდ მომსწრე ხარ, გინდა უშველო მაგრამ ვერ შველი, იტყვი არ გამომივიდა, ღვთის ნება იყო, ღვთის ნებაა ყველაფერი…. ეს კი ყველფერი ცხოვრება…. ცხოვრება, რომელიც ძალიან გტკენს…. დღეს ის დილა, რამაც მატკინა სასტიკად გული, მატკინა არ ჰქვია გამიგლიჯა, ჩემო რუსო“, – დაწერა ლევან რატიანმა.