loader

რა ხდება ამ წუთებში აღმაშენებლის ხეივანში, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში აღმაშენებლის ხეივანში, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

თბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში, ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ.

დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება.