loader

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - კადრები ადგილიდან

ბათუმის ბულვარში სამოქალაქო აქტივისტებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას და მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ „კომენდანტის საათის“ გამო ტურისტებისთვის აჭარა მიმზიდველი არ არის.

„კომენდანტის საათი“ დავარღვიეთ, რაც უსამართლო და უკანონოა, მე როგორც ერთ-ერთ ბათუმელს გული მტკივა ტურისტული სეზონისთვის სამზადისი არ მიმდინარეობს. ზაფხული დადგება და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემო არ არის. ეს ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას და დაიწყოს მასობრივი ვაქცინაცია, რაც ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს", - აცხადებს ალექსანდრე მილორავა.






ავტორი: მარიკო კეკელიძე