loader

"მნიშვნელოვანი ამბით მინდა დავიწყო" - ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მნიშვნელოვანი ამბით მინდა დავიწყო" - ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ფინანსური დახმარება პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის იქნება განკუთვნილი, პროცესს ზედამხედველობას კი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ გაუწევს.