loader

2 შეზღუდვა, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2 შეზღუდვა, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სპეციალური შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში, შესაძლოა, პირველი ივნისიდან შემდგომი შემსუბუქებებიც ამოქმედდეს.

ე.წ. კომენდანტის საათი, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება.