loader

ცნობილია, რომელ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რომელ საათამდე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი - ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები, მგზავრებს, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რაც შეეხება საბაგირო გზებს, მერიის ინფორმაციით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალის საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათის ცვლილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვებიც იცვლება. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსები, თბილისის მეტრო და მიკროავტობუსები) მგზავრებს, 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე მოემსახურება. რაც შეეხება საბაგირო გზებს, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალის საბაგირო გზები 10:00-დან 22:00 საათამდე, ხოლო ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.