loader

“ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება; მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამოიწუროს კონფლიქტი“ - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში კონტროლის მიზნით პოლიციური ძალები რჩებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება; მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამოიწუროს კონფლიქტი“ - ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში კონტროლის მიზნით პოლიციური ძალები რჩებიან


“პოლიციური ძალები დარჩებიან, იქნება კონტროლი. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება. შეიძლება დმანისში არ მოხდეს და მოხდეს სამეგრელოში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამოიწუროს კონფლიქტი“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დმანისში ყოფნისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

როგორც გომელაური განმარტავს, ამ წუთებში მონაწილე პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ გაათავისუფლებენ. თუმცა მინისტრი მომავალში დაკავებებს არ გამორიცხავს.

ვიდეო: “ტვ პირველი“