loader

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?


წყალტუბოში ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მესამე საჯარო სკოლასთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ის სავარაუდოდ, 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა.

ჩხუბის მიზეზი უცნობია, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე პირი დაკავებული არ არის.
გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.