loader

ეცადნენ, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისთვის მოერიდებინათ, თავი გაწირეს - ბელარუსში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეცადნენ, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისთვის მოერიდებინათ, თავი გაწირეს - ბელარუსში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბელორუსის ქალაქ ბარანოვიჩში, რომელიც ბრესტის ოლქში მდებარეობს, 19 მაისს სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ორივე პილოტი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ტელეგრამ-არხი Nexta ავრცელებს. 

"ბარანოვიჩთან სამხედრო-სასწავლო თვითმფრინავი ЯК-130 ჩამოვარდა. ფრენის დროს ეკიპაჟმა ტექნიკური გაუმართაობა აღმოაჩინა. მათ გამოიჩინეს სიმამაცე და გმირობა, შეეცადნენ, თვითმფრინავი დასახლებული პუნქტიდან შორს წაეყვანათ. როცა დარწმუნდნენ, რომ დაცემის ტრაექტორია უსაფრთხო იყო და საცხოვრებელ სახლებს არ დაეცემოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს." - ნათქვამია შეტყობინებაში. 

სამწუხაროდ, ორივე მფრინავი გარდაიცვალა.