loader

(18+) ციხის ამბოხის შემდეგ პატიმრები თავ მოჭრილი აღმოაჩინეს - უსასტიკესი შემთხვევა, რომელიც გვატემალაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) ციხის ამბოხის შემდეგ პატიმრები თავ მოჭრილი აღმოაჩინეს - უსასტიკესი შემთხვევა, რომელიც გვატემალაში მოხდა

გვატემალის მუნიციპალიტეტში კანტელში, პატიმრებმა ციხეში ამბოხი მოაწყეს, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაცია 19 მაისს გაზეთმა Prensa Libre-მ გაავრცელა. 

გამოცემის თანახმად, არეულობა ორი დაპირისპირებული კრიმინალური ჯგუფის გამო დაიწყო. ზოგიერთი გარდაცვლილი თავმოჭრილი აღმოაჩინეს. გარდაცვლილების სხეულები დაწესებულების ეზოში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი ყოფილიყო, რამდენადაც 900 პატიმარზე გათვლილ ციხეში 2252 პატიმარი იმყოფება.